
ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე A კატეგორიის ნებართვა ფასიან აქტივად გადაიქცევა და ტაქსის მძღოლებს მუდმივ საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ.
როგორც ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, მუნიციპალიტეტი 2023 წლის პირველ აპრილს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს გადასცემს ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე ერთხელ მაინც ფლობდა ან 2023 წლის 20 მარტამდე აიღებს ასეთ ნებართვას.
ამასთან, პირველი აპრილიდან გაცემული ახალი A კატეგორიის ნებართვა საჭიროებს მიმღების მიერ აქტივაციას. აქტივაციის ვადა განსაზღვრულია 2023 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე. A კატეგორიის ნებართვა, რომელიც არ გააქტიურდება დადგენილ ვადაში, ავტომატურად გაუქმდება აღნიშნული ვადის გასვლისთანავე. მისი საფასური უცვლელია და დაანგარიშდება დღიურად.
ერთ ფიზიკურ პირზე მხოლოდ ერთი ნებართვა გაიცემა.
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |