„ოსკარის“ 2023 წლის გამარჯვებულები დასახელდნენ
ამობეჭდვა · 13 / 03 / 2023 11:25
„ოსკარის“ 2023 წლის გამარჯვებულები დასახელდნენ

 

ლოს ანჯელესში ოსკარის დაჯილდოების 95-ე ცერემონია გაიმართა. საღამოს ტრიუმფატორი დენიელ კვონისა და დენიელ შეინერტის ფილმი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ გახდა, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო 7 ნომინაციაში, მათ შორის, საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში მოიპოვა.

კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად ბრენდან ფრეიზერი დასახელდა („ვეშაპი“). ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ოსკარი მიშელ იეოს გადაეცა („ყველაფერი ყველგან ერთდროულად“).

დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში გაიმარჯვა რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნიზე გადაღებულმა ფილმმა „ნავალნი.“ ცერემონიას პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის ცოლი იულია ნავალნაიაც დაესწრო.