პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ისევ აღმართეს
ამობეჭდვა · 14 / 03 / 2023 17:48
პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ისევ აღმართეს

 

სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა აღმართეს. ადგილზე შესაბამისი სამუშაოები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

„ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.