პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ალექსანდრიის გრან პრის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა
ამობეჭდვა · 15 / 03 / 2023 10:48
პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ალექსანდრიის გრან პრის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა

 

ქართველმა პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ალექსანდრიის გრან პრის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

გოგოჭურმა +90კგ წონით კატეგორიაში პირველ შეხვედრაში ყაზახი პარასპორტსმენი დაამარცხა, ნახევარფინალში ბრიტანელ პარაოლიმპიურ ჩემპიონს სძლია, ფინალში კი ჩვენმა ფალავანმა უზბეკ პარასპორტსმენს მოუგო და ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.