
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ლარსის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი 2 500 კვ. მ ფართობზე დაიგება, ასევე, მოეწყობა ტროტუარი და ბორდიური.
მიმდინარე სამუშაო პროცესს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
„ლარსის ქუჩაზე ჩვენს რაიონში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საავტომობილო გზა არის და მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ახლა მოძრაობა ნაწილობრივ არის შეზღუდული, თუმცა გადაადგილების მიმართულება არ შეცვლილა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოქალაქეები კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ“,-განაცხადა დავით კირკიტაძემ.
საგზაო სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „პარმა ასრულებს“ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 200 000 ლარია გათვალისწინებული.
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |