მიხეილ სააკაშვილი - მზად ვარ სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში, სასურველია შაბათ-კვირას
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2023 15:55
მიხეილ სააკაშვილი - მზად ვარ სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში, სასურველია შაბათ-კვირას

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილმა სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა.

„მზად ვარ სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში. სასურველია შაბათ-კვირას. მადლობა გამოთქმული სურვილისთვის“, - განაცხადა სააკაშვილმა.