საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის, ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 17 / 03 / 2023 12:42
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის, ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის გამოკლებული წევრის, ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის, ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა.

„როგორც მოგეხსენებათ, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი 6 წლის ვადით სახალხო დამცველის თანამდებობაზე აირჩიეს. მისი ახალი თანამდებობა კი პარლამენტის წევრის უფლებამოსილებასთან შეუთავსებელ საქმიანობაა, რაც წარმოადგენდა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს. რაც შეეხება მისი პროპორციული პარტიული სიის ადგილმონაცვლეს, აღნიშნულის თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან წარმოდგენილი არის შესაბამისი დოკუმენტაცია. ფორმალური გარემოებები აკმაყოფილებს ადგილმონაცვლის, ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს და შესაბამისად, ჩვენც გავცემთ დადებით დასკვნას“, – განაცხადა სხდომის მომხსენებელმა, ირაკლი შატაკიშვილმა.

პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი 7 მარტს აირჩია.