კოჯორში, ბაქრაძის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო
ამობეჭდვა · 04 / 12 / 2023 13:20
კოჯორში, ბაქრაძის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო

მიმდინარე წლის განმავლობაში მთაწმინდის რაიონში საყრდენი კედელი 6 მისამართზე მოეწყო. ერთ-ერთი პროექტი კოჯორში, ბაქრაძის ქუჩა N16-ში განხორციელდა, სადაც 45-მეტრიანი კედელი აშენდა.

პროექტის ფარგლებში, რკინა-ბეტონის კედელი მოეწყო, რის შედეგადაც სავალი გზის გასწვრივ გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნა, რომელსაც, შესაძლოა, მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლი დაეზიანებინა.

კედლის მშენებლობა მთაწმინდის გამგეობამ დააფინანსა, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 262 732 ლარი გამოიყო.