შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2023 11:21
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი არიან.