იაგო ხვიჩია - ნიკა მელიას წასვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდა
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2023 16:14
იაგო ხვიჩია - ნიკა მელიას წასვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდა

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ცალსახად დასუსტდა მელიას წასვლის შემდეგ და ამიტომ ის უნდა შეივსოს და ახალი ძალებით მოღონიერდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ნიკაც მელიაც ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის.

„მე სვლებს გაფართოებისკენ ვურჩევდი „ნაცმოძრაობას“ და საჯარო შეთავაზებას სხვა პოლიტიკური ძალებისთვის. „ნაცებიც“გაძლიერდნენ და შეივსონ ის დანაკლისი, რომელიც ნიკა მელიას და მისი მომხრეების წასვლით გაუჩნდათ. ნიკა მელიას პოლიტიკური მომავალი მასზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ნიკა მელიასთან თანამშრომლობას, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „რატომ უნდა გამოვრიცხოთ“.

„რას ჰქვია გამოვრიცხავთ, რატომ უნდა გამოვრიცხოთ? პირიქით, მიგვაჩნია, რომ უნდა ვეცადოთ თანამშრომლობას ყველა პოლიტიკურ ძალასთან. ჩვენ ყველასთან ვცდილობთ, მაგრამ ვინაიდან ჩვენი კოლეგები ჯერ არ ჩამოყალიბებულან, რა უნდათ ჩვენთან, თანამშრომლობა უჭირთ. ნიკა მელიასაც გუშინდელი გამოსვლის დროს შევატყვე, რომ ჯერ ბევრ რამეზე ჩამოყალიბებული არ არის, ჩამოყალიბების პროცესშია. ეს შეიძლება თანამშრომლობის ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, ამდენ ხნიანი ფიქრის შემდეგ მელიად ნაბიჯი დაგვიანებულია თუ ლოგიკური, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

„დიდი ხანია, ვამბობდი, რომ დაგვიანებული იყო ეს ამბავი და ამდენი ხნის განმავლობაში დრო დაიკარგა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი ხედვა სხვა პოლიტიკოსების ხედვისგან განსხვავდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.