პაველ ჰერჩინსკი - ერთი კვირა გვაშორებს მთავარ გადაწყვეტილებამდე, გაფართოების პაკეტის დამტკიცებისთვის საჭიროა 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა, ვიმედოვნებ, ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას
ამობეჭდვა · 09 / 12 / 2023 12:50
პაველ ჰერჩინსკი - ერთი კვირა გვაშორებს მთავარ გადაწყვეტილებამდე, გაფართოების პაკეტის დამტკიცებისთვის საჭიროა 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა, ვიმედოვნებ, ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას

 

ერთი კვირა გვაშორებს მთავარ გადაწყვეტილებამდე, გაფართოების პაკეტის შესახებ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებამდე, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე.

„გაფართოების პაკეტის ნაწილი, რა თქმა უნდა, არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. მოლაპარაკებები გრძელდება. ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე. ამ დროისთვის არსებული ვითარება სხვადასხვაგვარია: ერთი მხრივ, დადებითი ახალი ამბავი არის ის, რომ ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს ევროკომისიის რეკომენდაციის შესამისად, მაგრამ უარყოფითი ამბავი არის ის, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება.

როგორც ყველამ ვიცით, ამ პაკეტის დამტკიცებისთვის საჭიროა ყველა, 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა. ერთი კვირა ჯერ კიდევ დარჩენილია და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.