სალომე ზურაბიშვილი - ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ მოვუწოდებ
ამობეჭდვა · 27 / 12 / 2023 15:37
სალომე ზურაბიშვილი - ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ მოვუწოდებ

 

 

მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება. გადაწყვეტილებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის 25-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ე.წ. პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში იმართებოდა საპროტესტო აქცია.