შალვა პაპუაშვილი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერია ბევრ პარამეტრში, კანონის უზენაესობიდან ეკონომიკურ თავისუფლებამდე
ამობეჭდვა · 27 / 12 / 2023 20:20
შალვა პაპუაშვილი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერია ბევრ პარამეტრში, კანონის უზენაესობიდან ეკონომიკურ თავისუფლებამდე

 

საქართველო სწრაფად აუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ მეოთხე ადგილზე ვართ ევროკავშირის ცხრა კანდიდატ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკვე უნდა დაწყებულიყო.

„საქართველო ბევრ პარამეტრში ევროკავშირის კანდიდატებში ლიდერია, კანონის უზენაესობიდან ეკონომიკურ თავისუფლებამდე. გარდა ძლიერი დემოკრატიისა, ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტებისა და მყარი საკანონმდებლო ბაზისა, საქართველო სწრაფად აუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს. მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე მეოთხე ადგილზე ვართ ცხრა კანდიდატ ქვეყანას შორის. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე უნდა დაწყებულიყო“, – წერს შალვა პაპუაშვილი.