ნუცა ბუზალაძე საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს
ამობეჭდვა · 12 / 01 / 2024 21:11
ნუცა ბუზალაძე საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს

საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს.

ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“, შემდეგ იყო საბავშვო ანსამბლ „მზიურის“ მთავარი ვოკალისტიასევე უკრავდა გიტარაზე. 8 წლიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა.

წლების განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული 10-ზე მეტ კონკურსში და ბევრჯერ მოიპოვა აღიარება როგორც საქართველოშიასევე მის ფარგლებს გარეთნუცა წარმატებით მონაწილეობდა ისეთ კონკურსებშიროგორიცაა:

 2011 . „ნიჭიერი“ (ნახევარფინალისტი)
 2013 . „ერთიერთში“ (ფინალისტი)
 2014 . „ახალი ტალღა“ (გამარჯვებული)
 2015 . „ცეკვავენ ვარსკვლავები“ (ნახევარფინალისტი)
 2017 . „The Voice of Turkey“(ნახევარფინალისტი)
 2020 . „ყველა ერთად“(ფინალისტი)
 2021 . Kenga Magjike (გამარჯვებული)
 2021 . „ყველა ერთად“ (ფინალისტი)
 2023 . American Idol (ტოპ 12)

2019 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Nutsa22“, რომელიც აერთიანებს როგორც ქართულასევე ინგლისურენოვან სიმღერებს. 2023 წლამდე პარალელურად ლოსანჯელესსა და დუბაიში მღეროდა თეატრში და მართავდა კონცერტებს. 2023 წელს ნუცამ მონაწილეობა მიიღო პლანეტის ერთერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ შოუში American Idol, სადაც top 12 მონაწილეში მოხვდახოლო შოუს ფინალში შეასრულა დუეტი ავსტრალიელ პოპ ვარსკვლავთანკაილი მინოუგთან ერთად.

ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება.

1tv.ge