იაგო ხვიჩია - სამი წელია, პარლამენტის შენობაში ვარ და არ მახსოვს, 09:00 საათზე შეხვედრა ყოფილიყო, იმედია, საინტერესოს მაინც გვეტყვიან და 07:00 საათზე ტყუილად არ გამოგვაქციეს
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2024 10:45
იაგო ხვიჩია - სამი წელია, პარლამენტის შენობაში ვარ და არ მახსოვს, 09:00 საათზე შეხვედრა ყოფილიყო, იმედია, საინტერესოს მაინც გვეტყვიან და 07:00 საათზე ტყუილად არ გამოგვაქციეს

 

სამი წელია, პარლამენტის შენობაში ვარ და ჯერ არ მახსოვს, 09:00 საათზე რამე შეხვედრა ყოფილიყო. იმედია, რამე საინტერესოს მაინც გვეტყვიან, არ გამოვა ისე, რომ 07:00 საათზე ტყუილად გამოგვაქციეს პარლამენტში და არაფერი გვითხრეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრის შესახებ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, საინტერესოა, რაზე აკეთებენ აქცენტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რამე შეცვალა თუ არა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ.

„სინამდვილეში, ჩვენ ახლაც იგივეს ვთავაზობთ პოლიტიკურ სპექტრს, რასაც 12 პუნქტის შესრულების დროს ვთავაზობდით. უბრალოდ, ახლა საინტერესოა, რაზე აკეთებენ აქცენტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რამე შეცვალა თუ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ, თუ ზუსტად ისევე გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც წინა შემთხვევის დროს იყო, მაინც და მაინც წარმატებულად არ ჩაგვითვალეს 12 პუნქტი“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.