კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2024 13:42
კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ რუსეთის ფედერაციიდან მომავალი სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 20.91 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა.

„საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.