საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას „ქართული ოცნება“ დღეს ოფიციალურად დაასახელებს
ამობეჭდვა · 01 / 02 / 2024 08:09
საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას „ქართული ოცნება“ დღეს ოფიციალურად დაასახელებს

 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომასა და ყრილობას დღეს გამართავს.

პოლიტსაბჭოზე ოფიციალურად დამტკიცდება პრემიერის კანდიდატურა, ყრილობა კი, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

მმართველ გუნდში არ უარყოფენ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარტიის ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება, რომელიც მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას კი, უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

ახალი პრემიერისა და მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება პარლამენტში მომავალი სასესიო კვირისთვის იგეგმება.