მთაწმინდის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე შიდაკვარტლური ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 01 / 02 / 2024 12:24
მთაწმინდის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე შიდაკვარტლური ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 

მთაწმინდის რაიონში შიდაკვარტლური გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჯერად, საგზაო ინფრასრტუქრურა რჩეულიშვილის ქუჩის N8 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 700 კვ. მ ფართობზე დაიგება.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელის მოადგილე ლევან ბაჩიაშვილი გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის დასკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარია გამოყოფილი.