მთაწმინდის რაიონში, წავკისში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2024 09:49
მთაწმინდის რაიონში, წავკისში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

 

წავკისში, ჭავჭავაძის ქ. №3-ში, საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რკინაბეტონის კედელი მოეწყობა, რითაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნება. 

კედლის მშენებლობას მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 65 000 ლარია გათვალისწინებული.