ლიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ორმა აქტივისტმა კლოდ მონეს ნახატს, „გაზაფხული“ წვნიანი შეასხა
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2024 13:19
ლიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ორმა აქტივისტმა კლოდ მონეს ნახატს, „გაზაფხული“ წვნიანი შეასხა

 

საფრანგეთში, ლიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ორმა აქტივისტმა კლოდ მონეს ნახატს, „გაზაფხული“ წვნიანი შეასხა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

აქტივისტები „საკვების კონტრშეტევის“ წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც მანამდე ლუვრის მუზეუმში ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას შეასხეს წვნიანი.

„ეს „გაზაფხული“ იქნება ერთადერთი, რაც დაგვრჩება, თუ რეაქცია არ გვექნება. რას დახატავენ ჩვენი მომავალი მხატვრები? რაზე ვიოცნებებთ, თუ გაზაფხული აღარ იქნება?“ – აცხადებენ აქტივისტები.

კლოედ მონეს ნახატი არ იყო სპეციალური მინით დაცული და უცნობია, რამდენად დაზიანდა.

ორივე აქტივისტი დაკავებულია.