დაპირისპირება თბილისის საკრებულოში
ამობეჭდვა · 29 / 09 / 2017 15:02

თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელიც ხმაურით დაიწყო რამდენიმე წუთში შეწყდა. სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, დეპუტატებს მისცემოდათ სხდომის ჩატარების საშუალება, ”ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას რეპლიკა მოჰყვა. 

ელენე ხოშტარიას თქმით, არ დაუშვებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ კომპანიებს საკრებულომ მიწის ნაკვეთები გადასცეს და ამ გადაწყვეტილებამდე ზონის სტატუსი შეუცვალოს.