15 წლის შემოქმედი და მორაგბე - ბექა ზამთარაძის ნაწარმოების მიხედვით, სპექტაკლი დაიდგმება
ამობეჭდვა · 08 / 11 / 2017 14:20 · 475 ნახვა
15 წლის შემოქმედი და მორაგბე - ბექა ზამთარაძის ნაწარმოების მიხედვით, სპექტაკლი დაიდგმება

15 ნოემბერს, 12:00 საათზე, 36-ე საჯარო სკოლაში ახალგაზრდა შემოქმედის, 15 წლის ბექა ზამთარაძის ნაწარმოებების, ზღაპრებისა და ლექსების მიხედვით, ლიტერატურული სპექტაკლი დაიდგმება.

თბილისის 29-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, ბექა ზამთარაძე, რომელიც ასევე გახლავთ წარმატებული მორაგბე, დაჯილდოებულია დიპლომებითა და სერთიფიკატებით საერთაშორისო კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობისათვის.

მისი შემოქმედება (პოეზია, პროზა, ისტორიული ნარკვევი) ქართულ პერიოდულ გამოცემებში 2014 წლიდან იბეჭდება. როგორც ყველაზე პატარა ასაკის შემოქმედის, პატრიოტული ლექსები შესულია იტალიურ-ქართული პოეზიის ანთოლოგიაში. წიგნში წარმოდგენილ ავტორებს შორის მხოლოდ ბექა ზამთარაძის ლექსებია პატრიოტული ჟანრის. 

2017 წელს დაჯილდოვდა ახალგაზრდა მთარგმნელის სიგელით. ლექსებსა და ჩანახატებს წერს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. 

ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულნი არიან ხელოვნების სფეროს ცნობილი მოღვაწეები, იტალიის საელჩოსა და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები.