თბილისის მერიამ, შესაძლოა, „სითი პარკს“ სასამართლოში უჩივლოს
ამობეჭდვა · 09 / 11 / 2017 20:19 · 182 ნახვა
თბილისის მერიამ, შესაძლოა, „სითი პარკს“ სასამართლოში უჩივლოს

თბილისის ახლადარჩეული მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია „სითი პარკის“ წინააღმდეგ სამართლებრივი გზით იდავებს. ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა. 

"დედაქალაქის ძალიან ბევრი მცხოვრები ამ კომპანიით უკმაყოფილოა. ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი. ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიამ გამოწერა და რომელიც გასაჩივრდა, 99%-ზე არის მოქალაქეების სასარგებლო გამამართლებელი განაჩენი. შესაბამისად ჩნდება კითხვა - ეს კომპანია მოქმედებს არაკანონიერად? იყო მოსაზრება, რომ ხომ არ გადავუხადოთ 25 მილიონი და გავიდეს. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ ეს კომპანია იქნება უბედნიერესი. თუ არის სამართლებრივი დავის შესაძლებლობა რატომ უნდა გადავიხადოთ ამხელა თანხა?" - აცხადებას კალაძე.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ვიხილოთ სასამართლოში საქმე "თბილისის მერია "სითი პარკის" წინააღდეგ", კახა კალაძე პასუხობს - "რა თქმა უნდა!".

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე თბილისის მერის ფუნქციების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.