ქართული ფილმი “დედე“ კანის საერთაშორისო ფესტივალის კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრისთვის შეირჩა
ამობეჭდვა · 15 / 11 / 2017 19:49 · 101 ნახვა
ქართული ფილმი “დედე“ კანის საერთაშორისო ფესტივალის კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრისთვის შეირჩა

კანის საერთაშორისო ფესტივალის კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრისთვის ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე“ შეირჩა.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარი საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია. ფესტივალის პროგრამა რვა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმისგან შედგება, რომლებიც საფრანგეთის და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში მიღებული პრიზების მიხედვით შეარჩიეს.

კანის საერთაშორისო ფესტივალის კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრა 2017 წლის 20-26 ნოემბერს გაიმართება.