კახა კალაძე საკრებულოში დასამტკიცებლად ახალ მთავრობას დღეს წარადგენს
ამობეჭდვა · 17 / 11 / 2017 08:33 · 103 ნახვა
კახა კალაძე საკრებულოში დასამტკიცებლად ახალ მთავრობას დღეს წარადგენს

თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქის ახალი მთავრობის წევრებს საკრებულოში დასამტკიცებლად დღეს წარადგენს. მთავრობის ახალი წევრების წარდგენა საკრებულოს სხდომაზე მოხდება, რომელიც 17:00 საათზე გაიმართება. 

თბილისის ახალ მერს კახა კალაძეს სულ 5 მოადგილე ეყოლება. კალაძემ ვიცე მერის პოსტზე ირაკლი ხმალაძე წარადგინა, მოადგილეებად კი მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი. მეხუთე მოადგილე ილია ელოშვილი იქნება, რომლის კანდიდატურის წარდგენაც მოგვიანებით იგეგმება.

დედაქალაქის რაიონების გამგებლობის კანდიდატები არიან: საბურთალოს რაიონში – გაიოზ ვასაძე, მთაწმინდის რაიონში – დავით კირკიტაძე, კრწანისის რაიონში - ლევან ჯაფარიძე, ვაკის რაიონში - ნოდარ ტურძელაძე, დიდუბის რაიონში - ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის რაიონში - ზურაბ ჩიკვილაძე, გლდანის რაიონში - ბექა მიქაუტაძე, ნაძალადევის რაიონში - ირაკლი ხელაძე, ისნის რაიონში - კახა ლაბუჩიძე, სამგორის რაიონში - დავით კერესელიძე.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებად შემდეგი კანდიდატურები წარადგინა: თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად – ვლადიმერ ჭიღლაძე; იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსად – სერგო ბირკაძე; საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსად – გაიოზ თალაკვაძე; ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად – გიორგი ბაგრატიონი, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსად - გელა ჩივიაშვილი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად - სოფიო ხუნწარია, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსად - ირაკლი გვილავა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსად - მამუკა მუმლაძე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსად - გიგა გიგაშვილი, შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსად - გიორგი პაპავა, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსად - გივი კუბლაშვილი, უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსად - ნიკოლოზ ჭონქაძე, ხოლო ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად – ანდრია ბასილაია.