საკრებულომ თბილისის მერის მოადგილეები დაამტკიცა
ამობეჭდვა · 17 / 11 / 2017 18:36 · 65 ნახვა
საკრებულომ თბილისის მერის მოადგილეები დაამტკიცა

საკრებულომ თბილისის მერის მოადგილეების თანამდებობაზე მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი დაამტკიცა.

რაც შეეხება კახა კალაძის კიდევ ერთ მოადგილეს, ილია ელოშვილს, ის გუნდს მას შემდეგ შეუერთდება, რაც ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის სამინისტროს შეუერთდება. 

საკრებულოს ოპოზიციამ მერის მოადგილეების დამტკიცების საკითხს მხარი არ დაუჭირა. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” დარბაზი პროტესტის ნიშნად კენჭისყრამდე დატოვა.