საბავშვო ევროვიზია დღეს გაიხსნება
ამობეჭდვა · 20 / 11 / 2017 08:58 · 131 ნახვა
საბავშვო ევროვიზია  დღეს გაიხსნება

საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია დღეს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაში  გაიმართება. ღონისძიებაში 16 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. სწორედ დღეს ჩატარდება კენჭისყრა ფესტივალის მონაწილეების სცენაზე გამოსვლის რიგითობის გამოსავლენად.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე -15 კონკურსი 26 ნოემბერს შედგება და მას  თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. სიმღერით ,,გულის ხმა", საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს.

გახსნის ცერემონია 18:30 საათზე დაიწყება.