კახა კალაძემ სპეცოპერაციის ადგილი მოინახულა
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2017 19:34 · 211 ნახვა
კახა კალაძემ სპეცოპერაციის ადგილი მოინახულა

თბილისის მერი კახა კალაძე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მივიდა, სადაც ცოტა ხნის წინ სპეცოპერაცია დასრულდა.

დედაქალაქის მერმა გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა, ადგილობრივ მცხოვრებელებს კი მხარდაჭერას და დახმარებას დაჰპირდა.

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმელის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა დავამშვიდო ის ოჯახები რომლებიც ცხოვრობენ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მიმდებარე კორსპუსებში და ვუთხრა, რომ მერია იზრუნებს მათზე და საჭიროების შემთხევაში, მათ უზრუნველყოფს დროებითი საცხოვრებელი ფართებით. ამიტომ, ვისაც აქვს ასეთი საჭიროება, სასწრაფოდ მიმართონ ისნის გამგეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.