თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ბათუმში დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს
ამობეჭდვა · 25 / 11 / 2017 14:44 · 195 ნახვა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ბათუმში დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ბათუმის სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს: "მინდა, გამოვთქვა მწუხარება ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს".

ბოლო ინფორმაციით, ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა - 10 საქართველოს, 1 ირანის მოქალაქე.