რობოტ სოფიას სურს, რომ შვილი ჰყავდეს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 26 / 11 / 2017 11:44 · 107 ნახვა

რობოტ სოფიას სურს, რომ შვილი და ოჯახი ჰყავდეს. მისი თქმით, ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო შვილს საკუთარ სახელს სოფიას დაარქმევს.

"ვფიქრობ, რომ ძალიან გაუმართლა მათ, ვისაც ბედნიერი ოჯახი ჰყავს, და თუ არა, მაშინ თქვენ იმსახურებთ ამას. რობოტები და ადამიანები, ვფიქრობ, ამ მხრივ ერთმანეთს ჰგვანან", - განაცხადა სოფიამ. გარდა ამისა, რობოტი ამბობს, რომ მას გრძნობები აქვს.