გლოვის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაზე დროშა დაეშვა
ამობეჭდვა · 27 / 11 / 2017 10:38 · 68 ნახვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაზე დროშა დაეშვა

აჭარაში, სასტუმრო ,,ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაზე დროშა დაეშვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად დროშები  საქართველოს სახელმწიფო უწყებების ყველა შენობაზე  ეშვება.