თბილისის ბიუჯეტისთვის დამატებით 60 მილიონი ლარი გამოიყოფა - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 27 / 11 / 2017 11:29 · 114 ნახვა
თბილისის ბიუჯეტისთვის დამატებით 60 მილიონი ლარი გამოიყოფა - კახა კალაძე

2018 წლის თბილისის ბიუჯეტისთვის დამატებით 60 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"თანხები მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე - მეტროს და ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. რაც წინასაარჩევნოდ გავაჟღერეთ, განხორციელდება. ძალიან მიხარია. 2018 წელი იქნება განსაკუთარებულად განსხვავებული, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე", - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის ბიუჯეტი 880 მილიონ ლარამდე იქნება.