„დინამო არენაზე“ გულშემატკივრებმა სკამები დალეწეს
ამობეჭდვა · 27 / 11 / 2017 19:41 · 135 ნახვა
„დინამო არენაზე“ გულშემატკივრებმა სკამები დალეწეს

დინამო არენაზე" გულშემატკივარებმა 200-მდე სკამი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას, „რეპორტიორი“ ავრცელებს.

ვანდალური აქტი თბილისის „დინამოსა" და ქუთაისის „ტორპედოს" საჩემპიონო მატჩის დასრულებისას იმ ტრიბუნაზე მოხდა, რომელზეც „ტორპედოს" გულშემატკივრები იმყოფებოდნენ.

გულშემატკივრებმა სკამების ნამტვრევებისა და სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. ისმოდა ასევე შეურაცხმყოფელი შეძახილები, მათ შორის მოწოდება სტადიონის დაწვის შესახებაც.

მომხდარზე, სავარაუდოდ, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტიც იმსჯელებს, თუმცა არც „დინამოს" და არც „ტორპედოს" ხელმძღვანელობას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.