ნახეთ, როგორ გამოიყურება საშობაოდ მორთული თეთრი სახლი (ვიდეო)
ამობეჭდვა · 28 / 11 / 2017 12:29 · 116 ნახვა

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეუღლე მელანია ტრამპი თეთრ სახლში შობას პირველად ხვდება.

პირველმა ლედიმ საპრეზიდენტო რეზიდენცია ულამაზესი დეკორაციებით მორთო. მელანიამ საშობაოდ მორთული თეთრი სახლის ვიდეო სოციალურ ქსელებში განათავსა.

"თეთრი სახლი დღესასწაულებისთვის მზად არის! გისურვებთ ბედნიერ შობას", - წერს ტრამპი.