„გთხოვთ, შეგვეხმიანეთ, თუ იცით ვინმემ, ვინ არიან ის ადამიანები“ - „ლეოგრანდში“ დაღუპული გიორგი მორთულაძის დედა
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2017 01:30
„გთხოვთ,  შეგვეხმიანეთ, თუ იცით ვინმემ, ვინ არიან ის ადამიანები“ - „ლეოგრანდში“ დაღუპული გიორგი მორთულაძის დედა

სოციალურ ქსელში ვრცელდება წერილი, რომლის ავტორი წერს, რომ სასტუმრო „ლეოგრანდში“ გარდაცვლილი გიორგი მორთულაძის დედას იმ ადამიანების გაცნობა სურს, რომლებიც მისმა შვილმა გადაარჩინა.

“ყველას გთხოვთ გაიზიაროთ! ლეოგრანდში ხანძრის დროს გარდაცვლილ გიორგი (კუკური) მორთულაძის დედის დიდი თხოვნა, ის 5 ადამიანი, რომლებიც მისმა შვილმა გიორგიმ გადაარჩინა, მისი სიცოცხლის სანაცვლოდ, გთხოვთ დაგვიკავშირდით, გამწარებულ დედას უნდა თქვენი გაცნობა. თქვენც ხომ უნდა გსურდეთ იმ დედის გაცნობა, რომელმა დედამაც ასეთი გმირი და ვაჟკაცი შვილი გაზარდა.

გიორგის დედას თქვენი გაცნობა უნდა, რადგან უკანასკნელად თქვენ ნახეთ დედის ერთადერთი ვაჟი და უნდა, რომ გიცნობდეთ. გთხოვთ უმორჩილესად შეგვეხმიანეთ თუ იცით ვინმემ თუ ვინ არიან ის ადამიანები, სტიქაროსანმა გიორგი მორთულაძემ რომ გადაარჩინა.

გიორგი ნამდვილად იმსახურებს თქვენგან მისი გამზრდელი დედა და ოჯახი გაიცნოთ და ხუთშაბათს, ჩოხატაურის ეკლესიიდნ გამოსვენების დროს პატივი მიაგოთ.
ეჰ, ჩვენო ვაჟკაცო გიო (კუკური) არცკი დაფიქრებულხარ, ისე იხსენი სხვების სიცოცხლე, ხუთი ადამიანის გადარჩენის მიუხედავად,ისევ შებრუნდი ლიფტში იქ დარჩენილების გადასარჩენად, რა დროსაც ლიფტი ჩაიკეტა და ჰაერის უკმარისობის გამო გაიგუდე, თორემ, შენ ისეთი ძლიერი გვყავდი, იმ ლიფტს გამოანგრევდი და მაინც გადაარჩენდი შენთან ერთად მყოფებსაც და შენს თავსაც.

გიო, ჩვენი ქვეყნის გმირი და საამაყო შვილი ხარ, შენ შეძელი 22 წლის ასაკში 11 ადამიანის გადარჩენა. 6 ადამიანი მდინარე “სუფსაზე” გადაარჩინე, შენს სიცოცხლესთან ერთად და ხუთი კი ლეოგრანდში შენი სიცოცხლის სანაცვლოდ.

უფალმა სასუფეველი დაგიმკვიდროს ჩემო ძმაო. შენ ჩვენთვის მკვდარი არასდროს იკნები ჩვენო ვაჟკცო. ჩვენი უზომო ტკივილი ხარ კუკუ ძმაო” – ნათქვამია წერილში.