სახანძრო უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2017 11:02 · 92 ნახვა
სახანძრო უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა - კახა კალაძე

სახანძრო უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ამ კუთხით სამშენებლო კომპანიებიც მკაცრად გაკონტროლდებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"კიდევ ერთი საკითხი, რასაც მომდევნო წლების განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებაა. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, 41-ე დადგენილებაში მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ახალი წესები მეტწილად სახანძრო უსაფრთხოებას ეხება. ჩვენთვის უპირველესად, მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება. ამიტომ უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება სამშენებლო წესების დარღვევას. მინდა, ზედამხედველობის სამსახურს და მის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს დავავალო მაქსიმალური ყურადღება და შესაბამისად, ძალიან მკაცრი ზომების მიღება. ასევე, დროული დემონტაჟი იმიტომ, რომ ძალიან მოხშირდა ქალაქში, სამწუხაროდ, ასეთი შენობა-ნაგებობები და ეს ამახინჯებს დედაქალაქის იერსახეს", - განაცხადა კალაძემ.