უნებართვო მშენებლობები მოხშირდა, რაც ამახინჯებს დედაქალაქის იერსახეს - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2017 11:31 · 92 ნახვა
უნებართვო მშენებლობები მოხშირდა, რაც ამახინჯებს დედაქალაქის იერსახეს - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ძალიან მოხშირდა უკანონო და პროექტის დარღვევით მშენებლობები, რაც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.

"ყურადღება მინდა გავამახვილო უკანონო, უნებართვო და პროექტის დარღვევით მშენებლობებზე. მინდა ზედამხედველობის სამსახურს და მის ხელმძღვანელს გიორგი ბაგრატიონს დავავალო მაქსიმალური ყურადღება იყოს გამახვილებული ამ საკითხზე და შესაბამისი მკაცრი ზომები მიიღოთ, მათ შორის დროული დემონტაჟის მიმართ. სამწუხაროდ ძალიან მოხშირდა ქალაქში ასეთი შენობა ნაგებობები, ეს ყველაფერი ამახინჯებს დედაქალაქის იერსახეს", - აღნიშნა კახა კალაძემ. 

კახა კალაძემ თბილისის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს გიორგი ბაგრატიონს დაავალა, საკითხთან მიმართებაში მკაცრი რეაგირება მოახდინონ.