პრინცმა ჰარიმ მეგანს ღია ცის ქვეშ გაშლილ კარავში სთხოვა ხელი - წყვილი გაცნობის ისტორიას იხსენებს(ვიდეო)
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2017 12:56 · 591 ნახვა

ამერიკელ მსახიობ, "მეგან მარკლთან ბრმა პაემნიდან ერთი თვის თავზე, ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ თავისი შეყვარებული ბოცვანაში წაიყვანა და იქ, ღია ცის ქვეშ გაშლილ კარავში სთხოვა ხელი". ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს და წყვილთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს. 

ორშაბათს, 27 ნოემბერს, 33 წლის ჰარიმ და 36 წლის მეგანმა საზოგადოებას თავიანთი ნიშნობის ამბავი ამცნეს. იმავე დღეს წყვილმა ინტერვიუ BBC-ის მისცა. 

ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი 2018 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. მათი პირველი სურათები პრესაში 2017-ის თებერვალში გამოჩნდა. თუმცა, წყვილის პირველი ერთობლივი საჯარო გამოჩენა მიმდინარე წლის სექტემბერში მოხდა კანადის ქალაქ ტორონტოში, სადაც საომარ მოქმედებებსა თუ სამშვიდობო მისიებში დაჭრილ სპორტსმენთა საერთაშორისო თამაშები Invictus Games (ჰარი ამ თამაშების აქტიური მხარდამჭერი და სპონსორია) გაიმართა.