„არ დანიშნოთ ჩემი სპექტაკლები, იმ ტრავმის შემდეგ, რაც მე მომაყენეს!“ - ქეთი დოლიძის მიმართვა მანანა ბერიკაშვილს
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2017 19:20
„არ დანიშნოთ ჩემი სპექტაკლები, იმ ტრავმის შემდეგ, რაც მე მომაყენეს!“ - ქეთი დოლიძის მიმართვა მანანა ბერიკაშვილს

რეჟისორი ქეთი დოლიძე კულტურის მინისტრის მოადგილეს, მანანა ბერიკაშვილსა და თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ გიორგი სიხარულიძეს სოციალური ქსელით, რომ თუმანიშვილის თეატრში მისი სპექტაკლები არ დანიშნონ.

„გავიგე, აპირებთ დანიშნოთ სპექტაკლი „ტრამვაი-სურვილი“. ეს არის რთული არქიტექტონიკის სპექტაკლი. ის მთლიანად ნახევარტონებზეა აწყობილი და სჭირდება რთული აღდგენითი რეპეტიციები. ამ სპექტაკლში დამდგმელი რეჟისორის როლი ძალიან დიდია და ამიტომ აუცილებელია მხოლოდ ჩემი მონაწილეობა. ამჟამად, მთავარი როლის შემსრულებელთან მაქვს ურთულესი ფსიქოლოგიური დაძაბულობა და შეუქცევადი პროცესი, რომელიც არაფრით არ მაძლევს საშუალებას, გადავლახო ეს წინააღმდეგობა და მოვიდე რეპეტიციაზე. საერთოდ მიჭირს თუმანიშვილის თეატრში შემოსვლა და ნორმალური სარეპეტიციო პროცესის ჩატარება. ეს არაა ის შემთხვევა, როდესაც რეჟისორი სხვა ქალაქში მიდის ან ფიზიკურად აღარ არსებობს... დაჟინებით გთხოვთ, არ დანიშნოთ ჩემი სპექტაკლები. იმ ტრავმის შემდეგ, რაც მე მომაყენეს სამი თვის წინ, ეს გასაგები უნდა იყოს,“ - წერს ქეთი დოლიძე.