„პირველი ახალი წელი მოდის მის გარეშე...“ - ანო მაისურაძე
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2017 20:09
„პირველი ახალი წელი მოდის მის გარეშე...“ - ანო მაისურაძე

გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში ბაბუას ემოციურ პოსტს უძღვნის:

„ყოველთვის მაინც თამარაშვილზე მეგულება გივიკო.

ყოველ მისვლაზე ფეხს ვითრევ. მგონია ან ეზოში უნდა შემხვდეს ბუბუსთან ერთად, ან “ბიჭებთან” ბირჟაზე, ან კიბეზე, ან ფანჯრიდან გადმომხედოს, ან მის საყვარელ ადგილას სამზარეულოს ტახტის კუთხეში იჯდეს ტელევიზორის წინ.

ლეილაც სულ მრავლობითში ლაპარაკობს. იმდენჯერ ახსენებს გივის მისდაუნებურად…

პირველი ახალი წელი მოდის მის გარეშე. უფრო სწორედ ჩვენი თოვლის ბაბუა გივი პაპა იქნება, ასე შევთანხმდით მე და ელისაბედი“