ძალოსანი შოთა მიშველაძე მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2017 10:48 · 81 ნახვა
ძალოსანი შოთა მიშველაძე მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია

ძალოსანი შოთა მიშველაძე მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია. 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მიშველაძემ ჯამში 298 კილო აწია. მსოფლიო ჩემპიონი კოლუმბიელი ანტონიო მოსკერა ვალენსია გახდა. კონტინენტის პირველობაზე 3 დეკემბერს 85 კგ. წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძე, 5 დეკემბერს 90 კგ. წონით კატეგორიაში ანასტასია გოტფრიდი და ბოლოს 6 დეკემბერს 105 კგ. კატეგორიაში ლაშა ტალახაძე იასპარეზებენ.