ნინო ლომჯარიას მოწინააღმდეგეებმა მისი სურათი დაწვეს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2017 18:14 · 231 ნახვა

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას დანიშვნა "ქართულმა მარშმა" გააპროტესტა და ამის ნიშნად, ომბუდსმენის ოფისთან მისი სურათი და ლგბტ წარწერით ბანერი დაწვეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ლომჯარია ომბუდსმენის თანამდებობაზე მათთვის მიუღებელია, რადგან ეროვნულ ინტერესებს ვერ დაიცავს. მათივე თქმით, ნინო ლომჯარია მხოლოდ უმცირესობათა უფლებების დამცველი იქნება.