მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გაკეთდება - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 01 / 12 / 2017 14:02 · 273 ნახვა
მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გაკეთდება - კახა კალაძე

აქტიური ყურადღება დაეთმობა ქვეითად მოსიარულეების მიერ ქუჩების ზებრა გადასასვლელის გარეშე გადაკვეთის პრობლემას. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გაკეთდება.

"ქვეითად მოსიარულეები ზებრა გადასასვლელებზე არ გადადიან - საფრთხეში აგდებენ თავიანთ სიცოცხლეს და საფრთხეს უქმნიან მძღოლებს. ამაზე ყურადღებას გავამახვილებთ. დავიწყეთ მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება. დამონტაჟდება ანტივანდალური სათვალთვალო კამერები, რომ იყოს წესრიგი, კონტროლი". - აღნიშნა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერი დღეს შს მინისტრს შეხვდა.