თუ არ გინდათ, რომ „პიდარასტების“ ჭკუაზე იაროთ, გირჩევნიათ ჩუმად დაიბოღმოთ - გია ნოდია
ამობეჭდვა · 01 / 12 / 2017 17:29
თუ არ გინდათ, რომ „პიდარასტების“ ჭკუაზე იაროთ, გირჩევნიათ ჩუმად დაიბოღმოთ - გია ნოდია

გეი ქორწინების თემას სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ნოდია გამოეხმაურა:


"ჩოხიანმა ჰომო-ქორწილმა მაფიქრებინა: გეი რომ ვყოფილიყავი და თან ოფიციალური ქორწილი მქონოდა, მეც, ალბათ, ჩოხის ჩაცმა მომინდებოდა, მაგრამ რა ვქნა: რაკი მოსაწყენი და ბანალური ჰეტერო ვარ, ორივე ჩემს ქორწილში მოსაწყენი და ბანალური კოსტუმით გამოვცხადდი. მინდა, საიდუმლოდ ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ძალიან გააბრაზა ჩოხიანი სიძე-სიძის ხილვამ: ამ ხალხმა ჩოხა სწორედ იმისთვის ჩაიცვა, რომ თქვენ ამაზე ავარდინილიყავით და მერე იმათ თქვენს ავარდნაზე ეკაიფათ. ხოდა, თუ არ გინდათ, რომ „პიდარასტების“ ჭკუაზე იაროთ, გირჩევნიათ ჩუმად დაიბოღმოთ ან, თუ მაინცდამიანც, დახურულ ჯგუფებში გამოხატოთ აღშფოთება", - წერს გია ნოდია.