„ორი გარდაცვლილია, ერთის ცხოვრება სამუდამოდ დანგრეული და დანარჩენები მოუნელებელ სტრესში არიან“
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2017 20:15 · 13482 ნახვა
„ორი გარდაცვლილია, ერთის ცხოვრება სამუდამოდ დანგრეული და დანარჩენები მოუნელებელ სტრესში არიან“

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ვერაზე მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„გადაცემა “აკრძალულ ზონას” როცა ვაკეთებდი გადაღებებზე ციხეებში დავდიოდი და იქ შემხვდა ერთი რესპონდენტი. ადამიანის მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს.

- “მეუღლესთან ერთად მივდიოდი,ვიღაც უზრდელურად გამომელაპარაკა ქუჩაში, ავყევით ერთმანეთს. ჯიბეში პისტოლეტი მედო, გამწარებულმა ამოვიღე და დავაცალე იმ ბიჭსო….”

წლები იყო გასული და ნანობდა ძალიან - „იმ მომენტში ცხელ გულზე იარაღი რომ არ მქონოდა, ბოლობოლო ვცემდით ერთმანეთს და მერე შეიძლება შევრიგებულიყავით კიდევაც,ისეთიც არაფერი უთქვამს ახლა რომ ვიხსენებო….“

იარაღი და დანა რომ არ ქონოდათ, შესაძლოა, ესენიც შერიგებულიყვნენ მალევე… არადა ორი გარდაცვლილია, ერთის ცხოვრება სამუდამოდ დანგრეული და დანარჩენი ადამიანები მოუნელებელ სტრესში არიან….

შესაძლოა, ძალიან ბანალურად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ რომ არ ქონოდა იმ მომენტში ცხელ გულზე ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა... ალბათ...“ - წერს მაკა რაზმაძე.