„საქართველო უნდა იყოს ქართული და არა რუსული, ამერიკული, ევროპული ან აზიური“ - სანდრო ბრეგაძე
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2017 20:37 · 70 ნახვა
„საქართველო უნდა იყოს ქართული და არა რუსული, ამერიკული, ევროპული ან აზიური“ - სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 „ქართული საქართველო" - თუ საქართველო არ იქნება ქართული, მაშინ მარტო ლამაზი მთა და ბარი არაფერში მჭირდება. საქართველო უნდა იყოს ქართული, ქართული და არანაირი სხვაგვარი, არც რუსული, არც ამერიკული, არც ევროპული, არც აზიური, მხოლოდ ქართული. ყველა ის, ვინც ქართული საქართველოს იდეას ეწინააღმდეგება არის უბრალოდ ჭუჭყი, ერის მახინჯი და იმპოტენტი მხარე, რომელიც დიდი ქართველი ერისთვის მხოლოდ ტვირთს წარმოადგენს. ე.წ. ლიბერალიზმი, რომლითაც უხვად გვკვებავენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არის ჩვეულებრივი ვირუსი, ავადმყოფობა, რომლის ხელოვნურად შეყრა განუზრახავს მტერს და რომლითაც ცდილობს ქართველი ერის დაავადებას, რათა ის გარდაიცვალოს. ე.წ. ქართველი ლიბერალები, სოროსელები, არასამთავრობოები ცალსახად წარმოადგენენ ბოლშევიკების, ორჯონიკიძეებისა და მახარაძეების, პუტჩისტების, სიგუებისა და კიტოვანების საქართველოს ღალატის გზის გამგრძელებლებს. არცერთი გარეშე მტერი თუ სეპარატისტი არაა იმდენად საშიში, როგორც ერის ღალატით შეპყრობილი ე.წ. ლიბერალები. ამიტომ მათი დანდობა იგივეა, რაც დაინდო მტერი და მას სამშობლოს აოხრების საშუალება მისცე. გავმეორდები და ვიტყვი - საქართველოს ხსნა, მხოლოდ ქართული საქართველოს აშენებაშია, ქართული საქართველოსი, რომელშიც ყველა იცხოვრებს ქართული იდეით, ქართული მრწამსით, ყველა სხვა გზა დამღუპველია. ამიტომ ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს ლოზუნგით - ქართული საქართველოსთვის!" - წერს ბრეგაძე.