„თბილი ქუდი და თბილი წინდა...“ - რა სურვილები აქვთ საახალწლოდ ხანდაზმულთა თავშესაფრის ბინადრებს
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2017 21:07
„თბილი ქუდი და თბილი წინდა...“ - რა სურვილები აქვთ საახალწლოდ ხანდაზმულთა თავშესაფრის ბინადრებს

ხანდაზმულთა სახლი "სახლი საზღვრებს გარეშე" - ასე ჰქვია თავშესაფარს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მდებარეობს. თავშესაფარი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე მოხუცების საახალწლო სურვილებს აქვეყნებს, რომელიც მათ საკუთარი ხელით დაწერეს:

,,მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი თავშესაფრის ხანდაზმულებმა თავიანთი საახალწლო სურვილები დაწერეს..ამ პატარა სურვილების ასრულებაც კი ძალიან გაახარებს ჩვენი სახლის ბინადრებს გთხოვთ გააზიაროთ“ - ნათქვამია ხანდაზმულთა სახლი "სახლი საზღვრებს გარეშე"-ს გვერდზე, რომელიც მოხუცთა სურვილების ფოტოებს აქვეყნებს.