„უამრავჯერ გამოვიძახეთ პატრული, მაგრამ უშედეგოდ“ - 51-ე სკოლასთან მცხოვრები
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2017 09:04
„უამრავჯერ გამოვიძახეთ პატრული, მაგრამ უშედეგოდ“ - 51-ე სკოლასთან მცხოვრები

ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას 51-ე სკოლასთან მცხოვრები ქალბატონი სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

„საშინელი ამბავი მოხდა ენით აუღწერელი. მე ერთი მინდა ვთქვა - ვცხოვრობ 51 სკოლის უკან და ეს გარჩევები ყველა დღე იმართება ჩვენს ქუჩებში, განსაკუთრებით სწავლის საათებში. გურგულიას ქუჩის მშენებარე მიტოვებული კორპუსის სართულებზე მოსაწევად ხომ მთელი სკოლა, მე-5 კლასიდან აქ დადის. ჩხუბიც აქ დაიწყო გუშინ... რატომ არ აინტერესებს მანდატურს მე-3 გაკვეთილიდან მთელი კლასის ბიჭები სად მიდიან? უამრავჯერ გამოვიძახეთ პატრული, მაგრამ უშედეგოდ. სამწუხაროა ძალიან რაც მოხდა და მგონია, რომ მარტო ერთი არ უნდა დაისაჯოს.

გამაგიჟეს უკვე... უბნის ინსპექტორი კი არა, მთელი ვერის პოლიცია აწრიალებული მყავდა, რომ ასეთი გარჩევებისთვის ვინმეს მიეხედა და არავის რეაქცია არ ქონდა. სასწავლო პროცესებში ჩემი სახლის წინ მშენებარე მიტოვებულ კორპუსში თითქმის ყველადღე ჩხუბი და საქმის გარჩევებია. პატრული არასოდეს დროულად არ მოდის და ზუსტად ვიცოდი, რომ ერთი მსგავსი არეულობა ძალიან ცუდად დასრულდებოდა. 51-ე სკოლიდან მასწავლებელიც ამოსულა სიტუაციის გასაშველებლად და ძველი ბიჭებიც ბევრჯერ მოუყვანიათ, გაცილებით უფროსები საქმის გასარჩევად. სანამ დროა მანამდე არავინ აქცევს ყურადღებას. ახლა ბრალდებები გვიანია, ძალიან გვიანი!

მე არ მითქვამს რომ გუშინდელ ჩხუბს შევესწარი, არ ვიყავი სახლში, თორემ დამერწმუნეთ დავრეკავდი ნამდვილად. თუმცა როცა დამირეკავს, არც პატრული მოსულა დროულად და ბავშვებშიც აგრესიას ვიწვევდი სულ...“