„ვაჩვენოთ სახელმწიფოს, რომ ცივილიზებული პასუხი გვინდა იმაზე, რაც მოხდა“ - დღეს 51-ე სკოლასთან აქცია მოეწყობა
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2017 09:10
„ვაჩვენოთ სახელმწიფოს, რომ ცივილიზებული პასუხი გვინდა იმაზე, რაც მოხდა“ - დღეს 51-ე სკოლასთან აქცია მოეწყობა

სოციალურ ქსელში სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქციას აანონსებენ, რომელიც კვირას, 18 საათზე 51-ე სკოლასთან გაიმართება:

„1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით დაჭრილი ორი მოზარდი გარდაიცვალა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

ვიკრიბებით კვირას, 18:00 საათზე, 51-ე სკოლის წინ, იმისათვის, რომ ჩვენი ტკივილი, მსხვერპლების ოჯახებისადმი სოლიდარობა და გამოძიების პროცესისადმი ჯანსაღი სამოქალაქო ინტერესი გამოვხატოთ.

გთხოვთ, მოიტანოთ სანთლები და ყვავილები და ვაჩვენოთ სახელმწიფოს და რაც მთავარია, ბავშვებს, რომ ცივილიზებული პასუხი გვინდა იმაზე, რაც მოხდა, რათა, მომავალში სხვა ბავშვები მაინც დავიცვათ!