15-წუთიანი ფიტნესის გაკვეთილი ოფისში
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2017 15:06 · 62 ნახვა
15-წუთიანი ფიტნესის გაკვეთილი ოფისში

სამსახურსა და სახლში ულევი საქმე იმის საშუალებას არ გაძლევთ, რომ ფიტნესის გაკვეთილებითვისაც მოიცალოთ? ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნით. თვით ყველაზე დაკავებულ და საქმიან ქალსაც კი ექნება დღეში თავისუფლი 15 წუთი იმისათვის, რომ ფიტნესს დაუთმოს.

მთავარია, რამდენიმე მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ვარჯიში დაიმახსოვროთ. რაც მთავარია, ამის გასაკეთებლად სპორტდარბაზში სირბილი სულაც არ დაგჭირდებათ. ამ 15 წუთის შემდეგ კი უფრო მხნედ იგრძნობთ თავს, ზედმეტ კილოგრამებსაც მოიშორებთ და ეს ყველაფერი დღის ბოლოს ტკბილად დაძინებაშიც დაგეხმარებათ.

მატონიზირებელი სიჩქარე

თუკი მთელი დღე კომპიუტერზე ხართ მიჯაჭვული, ყველაზე ეფექტური, სწრაფი სიარულია. კიბის სახელურებზე თუ ვერ დაეშვებით, ლიფტის გამოყენება ერთხელ და სამუდამოდ აკრძალეთ. კიბეებზე არბენ-ჩარბენა საუკეთესო კარდიოვარჯიშია. თუ დროში ძალიან შეზღუდული ხართ, ეს ყველაფერი სპონტანურად შეიძლება გააკეთოთ, თუკი დამატებით დროსაც გამონახავთ და ამ საქმისთვის 15 წუთს მაინც გამოყოფთ, შედეგი უფრო თვალშისაცემი იქნება.

თუკი ერთ ან ორსართულიან შენობაში მუშაობთ და კიბეზე გადაადგილება იშვიათად გიწევთ, ეს ვარჯიშზე უარის თქმის საბაბს ნამდვილად არ გაძლევთ.

საოფისე ფიტნესისთვის ასევე ძალიან კარგი საშუალებაა გრძელი კორიდორი. ამ გზას შეგიძლიათ ჯერ ნელი ნაბიჯებით გაუყვეთ, ხოლო შემდეგ სიჩარეს მოუმატოთ. კაბინეტისკენ უკან მიმავალმა კი შეგიძლიათ ნელ-ნელა უკლოთ ტემპს. ირგვლივმყოფი თანამშრომლები გაოცებულები გიყურებენ? არა უშავს, აუხსენით მათ, რომ სიარულის დროს გენიალური იდეები მოგდით.

ამ ვარჯიშისთვის კიდევ ერთი საჭირო ატრიბუტი, ეგრეთ წოდებული, "ბალეტკებია". მაღალქუსლიანი ფეხასაცმლით გრძელი კორიდორის გავლას და კიბეებზე სირბილს ნამდვილად ვერ შეძლებთ.

ოპერაცია "ლამაზი უკანალი"

სამსახურში ალბათ მოგეძებნებათ ერთი ჩვეულებრივი სკამი. დადექით სკამის უკან და საზურგეს მოეჭიდეთ. შემდეგ კი ოდნავ წინ გადაიხარეთ, პარალელურად მარჯვენა ფეხი მაქსიმალურად გაშალეთ. დაახლებით ორი წუთის განმავლობაში, შეძლებისდაგვარად დაჭიმეთ დუნდულოს კუნთები. ახლა კი იგივე ვარჯიში მარცხენა ფეხითაც გაიმეორეთ. ვარჯიში თითოეული ფეხისთვის 10-15-ჯერ გააკეთეთ. ერთადერთი უხერხულობა, რაც ოფისის პირობებში ამ ვარჯიშს თან ახლავს, მოკლე ქვედაბოლოა.

მხიარული ასკინკილა

ეს ვარჯიშები განსაკუთრებით მოსახერხებელი ხელმღვანელებისთვის იქნება, რადგან სჯობს ამ რელაქსისთვის კაბინეტში განმარტოვდეთ და სახტუნაოც მოიმარჯვოთ. ცალ ფეხზე დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში იხტუნეთ, შემდეგ კი ორი წუთის მანძილზე ორივე ფეხით წინ და უკან შეასრულეთ იგივე სავარჯიშო. ეს სრული კომპლექსი ორჯერ ზედიზედ რომ გაიმეოროთ, მთელი დღისთვის საკმარისი ვარჯიში იქნება.